დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელ საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
14:00 საათზე სოფელ ხუტჩაში მოეწყობა გამოფენა-კონკურსი, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზი, ხურჩელი და ინგირელი ბავშვების მიერ შექმნილი ფოტო-ნამუშევრები, თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ბედნიერი სამყარო“.
ღონისძიებას იძულებით გადაადგილებული ქალთა ასოციაცი „თანხმობა“ მართავს და მისი მიზანია ხელი შუწყოს მშვიდობის მშენებლობასა და ზემოთხსენებული ბავშვების დაახლოებას. ფოტო-გამოფენის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სამი საუკეთესო ნამუშევარი კი, სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდება.
ამისა პარალელურად წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში ბავშვები საკუთარ ეზოებს ფერადი ცარცებით მოხატავენ. სოფელ ზემო ნიქოზში კი, კულტურის სახლის ახალგაზრდები საბავშვო კონცერტს გამართავენ.
ორგანიზატორების განცხადები,- „აქციაში უფროსებიც ჩაერთვებიან და საბავშვო ბაღისა და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას მოაწყობენ, ამის შემდეგ დასუფთავებულ ტერიტორიას ბავშვები ფერადი ცარცებით მოხატავენ. ღონისძიების მონაწილე პატარებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ღონისძიება გაიმართება გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაშიც, სადაც ასოციაცია „თანხმობის“ მიერ დაარსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონცერტს გამართავენ.
ღონისძიებათა ციკლი ტარდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და პროექტის „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“
გარდა ამისა, "მზიურში" გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება "მზის ფესტივალი – ჩვენ ვხედავთ მზეს" ფესტივალი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა, წელს მეშვიდედ ტარდება.
ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ფოტოხელოვანი ანა გოგუაძეა, რომელმაც შვიდი წლის წინ გადაწყვიტა, "მზიური" თუნდაც ერთი დღით ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად ექცია, სადაც შეიკრიბებოდნენ, იმხიარულებდნენ და თავს ბედნიერად იგრძნობდნენ ბავშვები, მიუხედავად მათი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა.
ღონისძიება დატვირთული იქნება გასართობი პროგრამებით, წარმოდგენებით, ასევე გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთობების გამოფენა. ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან ზესტაფონის ბავშვთა სახლების მზუნველობამოკლებული აღსაზრდელები.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.