გურამ მაჭარაშვილი: ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე

გურამ მაჭარაშვილი: ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე.

„ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და ამ ფულს ძირითადად ხარჯავს, რა თქმა უნდა, თავისთვისაც, მაგრამ იმ შეიარაღებისთვის, რომლითაც მერე ძალადობრივ აქციებს აწარმოებს. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარიების ოჯახი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

მარბიელი იღბს ფულს რუსთიდან1 იღებს ფულს ... ფულს წლების მანძილზე სააკაშვილიც იღებდა ბიძინასგან
ასეთ ლაყე ლაპარაკს სჯობს მოიპოვეთ მტკიცებულება ვინ და რაში აფინანსებს ხოშტარიას; თუ ამის გარკვევა არ შეგიძლიათ, ე.ი. ხაბეს დონისანი ხართ!
1 დღის უკან