მეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო

მეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო

დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთქმიდან მოყოლებული და ახალი აღთქმით გაგრძელებული, რასაც მოგვიწოდებს უფალი, დღეს, ეკლესია, ხელისუფლება თუ ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ცდილობს, რომ ისე იცხოვროს. შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო. არავითარი სკამი არაფრად არ ღირს.

ჩვენ ადამიანები არ უნდა შევიძულოთ, მაგრამ ცუდი საქციელი, მე ჩავიდენ თუ სხვა, საზიზღარია უფლისთვის. რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ კარგია და დააკანონოს რაღაც. მრუშობის დაკანონება არ შეიძლება. კაცს გამართლება არ აქვს, ცოლს თუ ღალატობს. ცოლი თუ ღალატობს და მექალთანეა, თუ სხვა იმას მისდევს - მიხვდებით, არც ამას არ აქვს გამართლება. როგორი გამყიდველი უნდა იყო, რომ მაგას შეეგუო, ვიღაცას ჭკუაში მოუვა და ასეთ კანონს დაეთანხმება”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.