მედევდევი:არ მინდა ვინმეს შეშინება, მაგრამ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ(VIDEO)

მედევდევი:არ მინდა ვინმეს შეშინება, მაგრამ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ(VIDEO)

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, დღესგახსნილ,  მეორე საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე, სანკტ-პეტერბურგში სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევამ შესაძლოა სრულმასშტაბიანი ომი, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვიოს.

„სუვერენიტეტის დოქტრინის ხელყოფის მცდელობის მაგალითები ბოლო წლებში ბევრი იყო. განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ რეჟიმმა ლეგიტიმურობა დაკარგა, სანქციების დაწესება, ეს ყველაფერი მსოფლიოში სიტუაციას დადებითისკენ არ შეცვლის“-აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნებში სამხედრო ოპერაციები როგორც წესი, ხელისუფლებაში რადიკალების მოსვლით მთავრდება.

„გარკვეულ მომენტში, ქმედებები, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტს ძირს უთხრის, შესაძლოა დასრულდეს რეგიონალური ომით, არ მინდა ვინმეს შეშინება, მაგრამ შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი“- აღნიშნა მედვედევმა.