ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.
მანვე აღნიშნა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები თავიანთ საქმიანობას ფუთავდნენ, რომ ვითომ ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ამ დროს აფინანსებდნენ პოლიციელის, შენობების დაწვას და სახელმწიფო გადატრიალებას, რაც ვერ მოახერხეს.
„რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, იმ ვითომ ფონდების და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების. საზოგადოებას შევახსენებ, ყველა, თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადევნებდა თვალს იმ დაწერილი სცენარის შესრულებას, იმ დესტრუქციის, იმ ღალატის, იმ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის აღსრულებას, ამ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებითა და ამ ვითომ რაღაცა ფონდებისგან, რომელსაც ფუთავდნენ თავიანთი პროპაგანდისტული ტელევიზიებით და რაღაცა სოციალური გვერდებით, რომ ვითომ ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ამ დროს პირდაპირ, პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და ყველა ობიექტურად და საღად მოაზროვნე დაინახავდა ამას, აფინანსებდნენ პოლიციელის, შენობების დაწვას და სახელმწიფო გადატრიალებას, რაც უკვე მერამდენეჯერ ვერ მოახერხეს.
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული. ახლა ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, სამართლებრივ ჭრილს მივუბრუნდები, ჩვენ ყოველთვის
მზად ვართ და მზად ვიყავით ნორმალური, ღირსეული, ობიექტური ურთიერთობებისთვის, პარტნიორობისთვის. ჩვენ ვართ მზად პარტნიორობისთვის და არა ვასალობისთვის და ის, ვის სახლშიც და ვის ორგანიზაციაშიც ჩხრეკა ტარდება და ვისთანაც უკვე ჩატარდა და პასუხისგებაშია მიცემული, ესა თუ ის ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ემსახურება არა თავის ქვეყანას და არა თავისი ქვეყნის ინტერესს, არამედ ემსახურება იმ აგენტურულ ქსელს. ზოგი მსხვერპლია, ზოგი პირდაპირებ ემსახურება. მეოთხედ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე. არ გამოვა, ნურას უკაცრავად, ჩვენს ქვეყანაში არის სამართლებრივი მოწყობა, დამოუკიდებელი, ღირსეული, სუვერენული სახელმწიფო, რასაც ვერ დაემუქრება ვერაფერი გარედან“, - აღნიშნა კირცხალიამ.