ფილმ „სოციალური ქსელის“ ოსკაროსანი და სამი ოქროს გლობუსის ნომინანტი სცენარისტი აარონ სორკინი წერს სცენარს, უოლტერ აიზეკსონის ცნობილი ბესცელერის „სტივ ჯობსის“ მიხედვით.
ბიოგრაფიული წიგნები სტივ ჯობსის ცხოვრებაზე 2011 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა. განსაკუთრებით ზემოთხსენებული აიზეკსონის „სტივ ჯობსი“ სადაც შეტანილია, ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელც Apple-ს შემქმნელმა ავტორს თავად მისცა.
ფილმს კინოკომპანია Sony Pictures გადაიღებს. პროდიუსერები არიან: სკოტ რუდინი, მარკ გორდონი და გაიმონ კესიდი. ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ჯერჯერობით უცნობია. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯობსის როლზე ქასთინგში მონაწილეობა ჯორჯ კლუნმა მიიღო.
„სორკინი არის ერთადერთი სცენარისტი ჰოლუვუდში, რომელიც შეძლებს ეს ბიოგრაფიული წიგნი ეკრანზე ისე გადაიტანოს, ისეთივე წარმატებით როგორიც თავად ჯობსი იყო: მომხიბლავი, საინტერესო და წინააღმდეგობებით სავსე“-ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
დრამატურგი გარდა ამისა, კომპანია Sony Pictures -სთან მუშაობს პროექტზე,- „ 13 მამაკაცი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“. პროექტი ჯინ ლანდრამის იგივე სახელწოდების წიგნს ეფუძნება, სადაც სტივ ჯობსი ერთ-ერთი ამ ცამტთაგანია.
სორკინის უახლოეს სამუშაო სიაში ერთდროულად ათი სრულმეტრაჟიანი სცენარია, გარდა ამისა ის ამერიკის ერთ-ერთი ტელევიზიის სცენარისტადაც მუშაობს.