თინა ხიდაშელმა   ნიკო ხაჩირიშვილსა და თამაზ შოშიაშვილს  ბიუჯეტის ქურდები, ცრუპენტელები და მატყუარები უწოდა

თინა ხიდაშელმა ნიკო ხაჩირიშვილსა და თამაზ შოშიაშვილს ბიუჯეტის ქურდები, ცრუპენტელები და მატყუარები უწოდა

 

საკრებულოს სხდომამ, სადაც სტიქიასთან დაკავშირებით საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს ხმაურით ჩაიარა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა, თინა ხიდაშელმა სხდომაზე დედაქალაქში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა მოითხოვა.

ხიდაშელის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის 3 მლნ ლარით გაზრდის გადაწყვეტილებას საკრებულო ისე იღებს, რომ ამის აუცილებლობის დასადასტურებლად ერთი პატარა დოკუმენტიც კი არ არსებობს.

„თქვენ ხართ ბიუჯეტის ქურდები, ცრუპენტელები და მატყუარები“, -  მიმართა თინა ხიდაშელმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკო ხაჩირიშვილს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ შოშიაშვილს.

ცნობისთვის, 12 მაისს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.  პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ფონდიდან თბილისის მერიის სარეზერვო ფონდში 3 მილიონი ლარი გადაირიცხება.