ტელეკომპანია Euronews-მა ILGA-Europe's Rainbow Map-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ევროპული ქვეყნების რეიტინგი LGBTQ+ თემის უფლებების დაცვის შესახებ, სადაც დიდი ბრიტანეთი ექვსი საფეხურით, 22 ადგილზე დაქვეითდა.
ტელეარხის ცნობით, დიდი ბრიტანეთის რეიტინგის გაუარესება გამოწვეულია იმით, რომ აპრილში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცნება „ქალი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა – ტრანსგენდერებზე.
რეიტინგში პირველ ადგილს ბოლო ათწლეულია 88,83% მალტა იკავებს. 85% მას ბელგია მოჰყვება. შემდეგ არიან ისლანდია, დანია და ესპანეთი.
რეიტინგში დაბალი საფეხურები უკავიათ პოლონეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს.