თურქეთის სახელმწიფო ნავთობსადენის Botas-ის კომპანიის ხელმძღვანელმა ლევენტ ოზგიულმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „სამხრეთ ნავთობის დერეფნის“ პროექტს. ოზგიულმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანულმა RWE-მ პროექტში მონაწილეობის გადახედვის შესახებ გააკეთა განცხადება.
„თურქეთი თვლის, რომ პროექტი Nabucco West იქნება აზერბაიჯანულ-თურქული ტრანსანატოლიური მაგისტრალის გაგრძელება, რომელიც მთელი თურქეთის ტერიტორიას გაივლი“,-განაცხადა Botas-ის კომპანიის ხელმძღვანელმა.