იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნიან

იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნიან

იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა წლის ბოლომდე  თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას გეგმავენ.

ამის შესახებ განცხადება იაპონიის ვაჭრობის მინისტრმა იუკიო ედანომ გააკეთა. „ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი პარტნიორები-სამხრეთ კორეა და ჩინეთი ჩვენს წინადადებას დათანხმდებიან, რადგან ტოკიო ინტენსიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს, როგორც ეროვნულ სტრატეგიას, ისე უყურებს, “,-განაცხადა ედანომ.

ექსპერტთა მონაცემებით, მოლაპარაკებათა დადებითად დასრულების შემდეგ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2,9%-ით, იაპონიის-0,5%-ით, ხოლო სამხრეთ კორეის-3,1%-ით გაიზრდება.