ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა ბირთვულ საკითხებზე მომუშავე ფიზიკოსის მკვლელობა. 2011 წლის აგვისტოში გასამართლებული, 24 წლის მაჯიდ ჯამალ ფაში სიკვდილით, ჩამოხრჩობის გზით დასაჯეს.
მსჯავრდებული არამარტო პროფესორის მკვლელობაში დაადანაშაულეს, არამედ მას ბრალი ისრაელის სადაზვერვო სამსახურ „მოსსადთან“ მუშაობაშიც დასდეს, რომელთაგანაც მან პროფესორის მკვლელობისთვის 120 ათასი დოლარი მიიღო.
ისრაელი ჩამოხრჩობის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.
„მოსსადის“ აგენტი და ეროვნულ ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერის, პროფესორ ასუდ ალი მოჰამადის მკვლელი მაჯიდ ჯამალ ფაში დღეს დილას სიკვდილით დასაჯეს“,- აცხადებს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო,- IRNA.