„ნაბუქო“ ტრანსპორტირებას დაიწყებს, როდესაც აზერბაიჯანული „შაჰდენიზიდან“ გაზის მიწოდება დაიწყება. ამის შესახებ განცხადება Nabucco Gas Pipeline International GmbH-ის პრესპიკერმა კრისტიან დოლეზალმა გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ უკანასკნელ საინვესტიციო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში დავამთავროთ „ნაბუქო“,-აღნიშნა დოლეზალმა. პირველი სამუშაოების დაწყება კი უკვე 2013 წლიდან იგეგმება და გეგმის გათვალისწინებით 2017 წელს უნდა დასრულდეს.
კონსურციუმი „შაჰდენიზი“ ამ დროისთვის ევროპულ ბაზარზე გაზის ექსპორტირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მის მთავარ მიმართულებას Nabucco West წარმოადგენს, რომელიც გაზის მიწოდებას თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან ავსტრიის ბაუმგრანტემამდე ითვალისწინებს.