ზურაბ აბაშიძე: არ არსებობს სარეზერვო ფონდები, რომლებიც  სტიქიური უბედურებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული

ზურაბ აბაშიძე: არ არსებობს სარეზერვო ფონდები, რომლებიც სტიქიური უბედურებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული

„თავისუფალი დემოკრატების“ საკრებულოს დეპუტატი ზურაბ აბაშიძე კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში სტიქიის საპრევენციო თანხები დაუსაბუთებლად შემცირებულია, აცხადებს, რომ თანხები არა თუ შემცირებულია, არამედ საერთოდ არ არის ბიუჯეტში გაწერილი.

„სამწუხაროდ არანაირი გეგმა არ არსებობს სტიქიური უბედურებების დროს, როგორ უნდა იმოქმედონ დედაქალაქის მერიამ და  შესაბამისმა სამსახურებმა. დედაქალქის ბიუჯეტში სტიქიის საპრევენციო თანხები არ არსებობს, არ არსებობს სარეზერვო ფონდები, რომლებიც კატაკლიზმების თუ სტიქიური უბედურებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა მზად იყოს ქვეყანა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ამ მიმართულებით არაფერი არ არის გაკეთებული. მერიის მხრიდან თუ რაზეა ფინანსური მხარდაჭერები, ამას ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ. ასიათასობით ლარი იხარჯება კიპაროსების შეძენაში, შემდეგ გიგი უგულავა ამ კიპაროსების შემძენ ფირმებთან აუქმებს ხელშეკრულებებს, იმიტომ რომ ამ საკითხზე ატყდა მთელი ამბავი. ავიღოთ თუნდაც დედაქალაქის ფასადური მხარეები-მარჯანიშვილის მოედნის და აღმაშენებლის გამზირის გარედან გარემონტებული და შეღებილი შენობები და ამ დროს ვხედავთ,  რა მდგომარეობაშია შიდა ეზოები. ამ ხელისუფლებისთვის გარეგანია ფასადია მთავარი და არა ის, შიგნით რა ხდება. ბარაკებზე გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის შენობები აღარ უნდა არსებობდეს და გიგი უგულავას განცხადება, რომ სახლები დაინგრა იმიტომ, რომ არსწორ ადგილას იყო აშენებული, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისო გამონათქვამია“,-აცხადებს აბაშიძე.