ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება

ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება

ნუცუბიძის პლატოს მიმდებარე ტერიტორია გადაუღებელი წვიმების შედეგად ამ დრომდე დატბორილია. იგივე მდგომარეობაა რამდენიმე ოჯახსა და დევნილთა საერთო საცხოვრებელშიც. როგორც სტუდია GNS- ის ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი აცხადებს, გუშინ რამდენიმეჯერ იყვნენ მოსულები გამგეობის წარმომადგენლები. მათ შორის თავად გამგებელი დავით ბურდული, მისი მოადგილე ალექსანდრე დავითურიანი და ასევე საკრებულოს დეპუტატი საბურთალოს რაიონში ზაზა დოლიძე. გეგეჭკორის თქმით, არც გაყვანილობა  არის სრულად შემოყვანილი და არც სარეაბილიტაციო სისტემაა მოწესრიგებული. ამიტომ ყოველი წვიმის დროს შენობის მიმდებარე ტერიტორია სულ იტბორება. „ასე მოხდა გუშინდელ შემთხვევაშიც“.

გუშინდელი სიტუაციის გამო პლატოზე გამგეობის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ მისულები. ასევე ადგილზე  სამაშველო სამსახურიც იმყოფებოდა.

 „როცა ეზოში მოსულ გამგებლის წარმომადგენლებს ვკითხე როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, გამგებლის მოადგილე დავითურიანმა მითხრა, რომ დატბორილი სახლებისა და ეზოების ყველანარი სამუშაოები თავიანთი ჯიბიდან ფინანსდებოდა. ჩემთვის გასაოცარია რატომ უნდა მონდომებოდა გამგებლის მოადგილეს საკუთარი ჯიბიდან სამუშაოების ჩატარება. ცხადია, ეს მან იმიტომ გამოაცხადა, რომ ყველას ერწმუნა აღნიშნული სამუშაოები თანამდებობების ეგიდით არ ტარდებოდა. კარგად იცოდნენ, რომ თუ ეს  ხელისუფლების სახსრებით მოხდებოდა, მათ კაპიტალურად უნდა შეეკეთებინათ“, - განაცხადა გეგეჭკორმა.

მისივე თქმით დევნილების საცხოვრებლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე იგივე მდგომარეობაა, როგორც იყო ადრე. რადგან როცა ადრე დაიტბორა და სერიოზული პრობლემა ჰქონდა ამ ტერიტორიებს, შესაბამის ორგანოებს არანაირი ზომები არ მიუღიათ.

„თითქოს რაღაც „სამუშაოები“ ჩაატარეს, მაგრამ ვხედავთ შედეგს. მათი გაკეთებული სამუშაოები იყო უხარისხო, მოვიდა ძლიერი წვიმა და სიტუაცია ისევ ისეთივე დარჩა, როგორიც ჰქონდათ. ფაქტიურად ვენეციაში ცხოვრობენ იქ მაცხოვრებლები. ხალხს ნავებით უწევთ გადაადგილება“ ,- აღნიშნა გეგეჭკორმა.

გეგეჭკორი აცხადებს, რომ კორექტორი, სადაც წყალი უნდა ჩადიოდეს არის ისეთ მაღალ დონეზე, რომ შეუძლებელია იმ სამაღლეზე წყალი ავიდეს. „საბოლოოდ ამან ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“ - დასძინა გეგეჭკორმა.