სააგენტო „ოსინფორმ“-ზე გამოქვეყნდა მასალა რუსეთ-საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით,რომელსაც From.ge შემოკლებული ფორმით გთავაზობთ.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ გასულა 4 წელი და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ტონი შეცვალეს ახალგაზრდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მიმართ და აქ მარტო „რუსეთის მიერ გამოყოფილ იმ თანხებზე არ ყოფილა საუბარი, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა“, ამავე კონტექსტში იქნა განხილული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევის ექვსთვიანი ეპოპეაც, რომელიც ბევრის აზრით, დასავლეთის მიერ იქნა ინსცენირებული...
დასავლეთის ყველა დონის პოლიტიკოსები და საინფორმაციო საშუალებები მოითხოვდნენ საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“, სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტეროტორიას“ უწოდებდნენ და რუსეთისგან მოითხოვდნენ უარი ეთქვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისგან. არადა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ სანამ პუტინ-მედვედევის ტანდემი არსებობს, უკან არავინ დაიხევს.
რუს ლიდერებს არაერთხელ განუცხადებიათ, სანამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილია, არანაირი ურთიერთობების დალაგებაზე საუბარი არ იქნება. უკანასკნელი განცხადება ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა, როდესაც მან სააკაშვილს „ცარიელი ადგილი“ უწოდა.
„მან, ვინც ადამიანების დახოცვის ბრძანება გასცა“ ოპერატიულად იმოქმედა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოს ხელიოსუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოყვანა სურს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აღიარებს კანონიერად ოკუპაციას.
მიუხედავად იმის, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის დანაშაული, რომელიც თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, დადასტურებულია, დასავლეთი თავის რიტორიკას არ იცვლის რუსეთთან , სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში და ითხოვს „ტერიტორიების დაბრუნებას“, სამხედრო ბაზების დახურვას და აღიარების უარყოფას.
ასეთ სიჯიუტეს თავისი შედეგები მოაქვს. ბევრი მათგანი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ბალოტნის მოედანზე და სახაროვის პროსპექტზე იდგა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას საქართველოსთვის დაბრუნებას იმისთვის, რომ სამხრეთში დაისვენოს, დალიოს ღვინო და „ბორჯომი“.
ამჟამად კრემლის პოლიტიკას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რუსეთის მოსახლოებას არა 90%, არამედ უკვე 60% უჭერს მხარეს.როგორც რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ანატოლი ჩეხოვმა აღნიშნა, „სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ისევეა, როგორც უყურო ჩემოდანი, ტარება მოუხერხებელია, მისაგდებადაც ცოდოა“.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთმა ცენტრალურმა გაზეთმა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის განცხადება გამოაქვეყნა: „წარმოიდგინეთ, რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ვინმე პუტინაშვილი ან მედვედაძე, ის ყველა აგვისტოს მოვლენების ინიციატორებს სამართალში მისცემს, აღიარებს საქართველოს დანაშაულს, შევა ევროკავშირში, ნატოში და საპასუხოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას მოითოვს. რას ვუპასუხებთ“?-სვამს კითხვას რუსი მაღალჩინოსანი.
ამ რთულ პირობებში აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა უნდა შეიმუშაოს სწორი სტრატეგია, რატა ახალ გამოწვევებს უპასუხოს. ამავე დროს არ უნდა დავუშვათ ზედმეტი სიმწვავე და უკომპრომისობა, ისევე როგორც არ უნდა ვიყოთ ზედმეტად რბილები. ასე, რომ სიმშვიდე ჩვენ მხოლოდ გვესიზმრება...