ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტიდან პირდაღებულ ოპოზიციონერებს უბრძანებენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. იქვე აღნიშნულია, საპროტესტო აქციები კარგი იყო, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღოო

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტიდან პირდაღებულ ოპოზიციონერებს უბრძანებენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. იქვე აღნიშნულია, საპროტესტო აქციები კარგი იყო, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღოო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებულ რელიზს ეხმიანება, რომლითაც ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

ნიკოლეიშვილის თქმით, „იმის ილუზია რომ არავის აქვს, რომ ეს ოპოზიცია რამეს მოიგებს, გასაგებია, მაგრამ ევრო პატრონების აზრით, ჯერ ერთი, ყოველთვის არის რაღაც შანსი ერთი-ორი ოპოზიციონერი გაძვრეს, მეორეც ასევე ვინ უშლის რომ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე მერე არ ისაუბრონ, შესაბამისად დაფინანსებაც იქნება და წყალზე ტივტივის და არ ჩაძირვის საშუალებაც“.

მისივე თქმით, ცალ ფეხზე მოხტუნავე ხელმოცარულებმა ევროპიდან სტრატეგიული ხასიათის ბრძანება მიიღეს, მალე ტაქტიკური მოქმედების ფურცელიც ჩამოვა! ასე რომ, ოპოზიცია ისევ ცოცხლობს.

„ევროპარლამენტიდან ელვა დეპეშა მოვიდა! პირდაღებულ ოპოზიციონერებს, მათ მორჩილ მონებს მოუწოდებენ, არა ალბათ უპრიანი იქნებოდა გვეთქვა უბრძანებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. იქვე აღნიშნულია, ოპოზიციის ორგანიზებული, და ევროპელების წახალისებული და დაფინანსებული საპროტესტო აქციები კარგი იყო, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღოო. ამიტომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, მაშინ  თქვენი პოლიტიკური ჩარეცხვა შეიძლება მეტ-ნაკლებად შევაჩეროთო. ახლა იმის ილუზია რომ არავის აქვს, რომ ეს ოპოზიცია რამეს მოიგებს, გასაგებია, მაგრამ ევრო პატრონების აზრით, ჯერ ერთი, ყოველთვის არის რაღაც შანსი ერთი-ორი ოპოზიციონერი გაძვრეს, მეორეც ასევე ვინ უშლის რომ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე მერე არ ისაუბრონ, შესაბამისად დაფინანსებაც იქნება და წყალზე ტივტივის და არ ჩაძირვის საშუალებაც. მოკლედ ასეა, დამონებულებმა, ცალ ფეხზე მოხტუნავე ხელმოცარულებმა ევროპიდან სტრატეგიული ხასიათის ბრძანება მიიღეს, მალე ტაქტიკური მოქმედების ფურცელიც ჩამოვა! ასე რომ, ოპოზიცია ისევ ცოცხლობს ( ვაი, ამისთანა სიცოცხლეს..). ყველაზე უფრო წაგებულები ვინ არიან იცით, ციხეში რომ სხედან და თავს პოლიტპატიმრებს თუ სინდისის პატიმრებს უწოდებენ, რა ჭუკებივით გამოიყენეს და თაღლითურად მიატოვეს, ოპოზიციის ლიდერები ზოგიც საზღვარგარეთ ისვენებს და ზოგიც აგერ ევრო ბრძანების შესაბამისად საკრებულოში შევლას აპირებს. ამიტომაც არჩევნების მერე, ოპოზიციის შეძახილზე თუ ვინმე ისევ ქუჩაში დააპირებს გამოსვლას, რომ ან სათვალთვალო კამერა დაამტვრიოს ან პოლიციელებს ქვა თუ მოლოტოვის კოქტეილი ესროლოს, აჯობებს, რომ დღევანდელი პატიმრები მოინახულონ და რჩევა ჰკითხონ, ან სულაც ევროპული მომავლისთვის თავ გადამკვდარ დოის ჩააკითხონ  ჩინეთში, იმას უფრო კრეატიული აზრები ექნება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.