ბათუმის ქუჩაზე ლიფტების რეაბილიტაცია ჩატარდა

ბათუმის ქუჩაზე ლიფტების რეაბილიტაცია ჩატარდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბათუმის ქუჩის N5-ში ორ სადარბაზოში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები. ჩატარებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 700 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.