ვატიკანის ერთ-ერთი მკვლევარი შოკში ჩავარდა, როდესაც რაფაელის მიერ შქემნილ ფრესკაში ახალგაზრდა სილვესტერ სტალონე ამოიცნო. მან დაადასტურა გასაოცარი მსგავსება 65 წლის მსახიობსა და ფრესკაზე გამოსახული პაპის, გრიგორი IX-ეს შორის.
20 წლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტი ენტონი ზონფრელი იტალიაში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ის დიდი ყურადღებით ათვალიერებდა „რაფაელის ოთახებს“. სწორედ აქ გადააწყდა არაჩვეულებრივ მსგავსებას სტალონესა და გრიგორი IX-ეს შორის.
„ჩემი ბიძაშვილი მიყვებოდა, ამაზე, სანამ ჩამოვიდოდით, მეც დამაინტერესა და სპეციალურად ავირჩიე იტალია დასვენებისთვის, რომ კარგად შემეთვალიერებინა XVI-ე საუკუნის ეს ფრესკა, რომელიც რაფაელმა სპეციალურიმიწვევით, 1511 წელს დახატა . ჩემი ბიძაშვილი მართალი აღმოჩნდა, ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თითქმის იდენტურები არიან“,-ამბობს ენტონი.
მასაჩუსეტსში დაბრუნებულმა ენტონიმ სტალონეს პორტრეტი და ფრესკისთვის გადაღებული ფოტო ერთ-ერთ საიტზე ატვირთა. ერთი თვის განმავლობაში ის 700 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა და ფოტოს შესახებ თავისი შეხედულებაც გამოთქვა. მათი უმრავლესობა ფოტოებზე გამოსახული პორტრეტების საოცარ მსგავსებაზე საუბრობდა.