საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ფრაქციის მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, ეს არის პოლიტიკური „ტრაგი-კომედიური“ და უსამართლო პროექტი. მისი თქმით, კონსტიტუციის მოსპობის და განადგურების შემცველ განხილვაში მონაწილეობა უზნეობა იქნება, რადგან მას არც სამართალთან და არც ზნეობასთან არავითარი კავშირი არ ექნება.
„მას პირდაპირი კავშირი აქვს სააკაშვილის ბინძურ პოლიტიკასთან. არ გვინდა უსამართლო გადაწყვეტილების რაღაც დეტალები დავაზუსტოთ. ვიზრუნო და ვიბრძოლო იმაზე, რომ იქ ეწეროს არა 2010, არამედ 2005 წელი. ან არ ეწეროს 2005 და ეწეროს 2003 წლი. ამიტომ ჩვენ თავიდან ბოლომდე გავემიჯნეთ იმ უსამართო პროცესს, რომელსაც საპარლამეტო უმრავლესობა აწარმოებს პარლამენტში და რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში როგორმე მობრუნება დაარქვეს“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის ლიდერის თქმით, გაპროტესტებას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მას სრული შემადგენლობით საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს მხარს და ისინი „თავისას მაინც გაიტანენ, ჩვენკი უბრალოდ ხელის შეშლა გამოგვივა“.
„ეს მათი პრობლემაა. თავის დროზე მათ ერთად გადაწყვიტეს ივანიშვილისთვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. რაც მათთვის უზარმაზარი პოლიტიკური დილემა აღმოჩნდა. ეხლა თვითონ ეძებონ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. რომლითაც მთელი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში მოაქციეს. ეს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ გასარჩევი ნამდვილად არ არის“ - დასძინა ცაგარეიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო ვარიანტი და მან ცვლილებეი შესაძლოა ისევ განიცადოს.