პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილის მინიშნებებს, რომ რუსეთს ომი სურს, მე არ ვეთანხმები

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილის მინიშნებებს, რომ რუსეთს ომი სურს, მე არ ვეთანხმები

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მხრიდან  მოსალოდნენ საშიშორებაზე და აღნიშნავს, რომ რუსეთს ეს ომი არ აწყობს.

„მე შემოდგომაზე რუსეთის მიერ წვრთნების ჩატარებას  დიდ  მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, იმიტომ, რომ საქართველოს არჩევნები ჯერ დანიშნული არ არის. რუსეთი ამ წვრთნებს განსაკუთრებულ რეჟიმში ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაა.

მე არ გამოვრიცხავ, იმას, რომ სააკაშვილი მართალი იყოს, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთი სპეციალურად ამთხვევს წვრთნებს საქართველოში  არჩევნებს, მაგრამ ცალსახად შეიძლება ერთი რამის თქმა, რომ რუსეთს ომი აღარ აწყობს, რადგან მან მიღო ყველაფერი, რისი მიღებაც უნდოდა-ტერიტორიები, აშენებს ბაზებს და საქართველოს ნატოში შესვალაც სათუო გახდა, სწორედ ამ ტერიტორიების გამო.

 რუსეთს შეიძლება ძალის დემონსტრირება,  იარაღის ჟღარუნი და  მუქარაც სჭირდება, მაგრამ არა ომი. სააკაშვილის მინიშნებებს, რომ რუსეთს ომი სურს, მე არ ვეთანხმები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან არჩევნებისთვის საფრთხე არ გვემუქრება, იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ აწყობს. რუსეთი ახლა უფრო თავხედი და უტიფარი იქნება, ვიდრე მედვედევის დროს, თუმცა მას ომი აღარ აწყობს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.