უკრაინის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ პირობით, რომ საავადმყოფოში მას გერმანელი ექიმები უმკურნალებენ.
საავადმყოფოში მისი გადაყვანა ჯერ კიდევ 20 აპრილს მოხდა, რათა მისთვის დეტალური გამოკვლევები ჩაეტარებინათ. თუმცა 2 დღეში ექსპრემიერი კოლონიაში დააბრუნეს.
ტიმოშენკო უარს ამბობდა მედიკოსებთან ურთიერთობაზე, იმის გამო, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცესში კოლონიის თანამშრომლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.