პალიკო კუბლაშვილი: მზად ვართ „ეს შენ გეხებას“ ინიციატივებზე ვიმსჯელოთ

პალიკო კუბლაშვილი: მზად ვართ „ეს შენ გეხებას“ ინიციატივებზე ვიმსჯელოთ

 

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორი ორგანიზაციების მიერ პარლამენტში გუშინ შეტანილ ინიციატივებს განიხილავს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პალიკო კუბლაშვილი ამბობს,  ამ ინიციატივებზე დეტალური კომენტარი გაკეთება მხოლოდ ცვლილებების პუნქტობრივი გარჩევის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ცალკეულ მიმართულებაზე გადაწყვეტილების მიღება და მათი წინადადებების გაზიარება, თუმცა მზად ვართ კომიტეტის ფორმატში ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა სწორედ კოალიციაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ინიციატივით,პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო მეორე მოსმენით 25 აპრილს  მიიღო ცვლილებები  კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.

კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირაში განიხილავს.