„ჩვენ გაცილებით მეტი საქმე გვაქვს, ვიდრე „ქართულ პარტიასთან“ ურთიერთობის გარკვევაა“, - ასე გამოეხმაურა კონსერვატიული პარტიის ლიდერი და „ქართული ოცნების“ წევრი, ზვიად ძიძიგური „ქართული პარტიის“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, სადაც ის ივანიშვილთან თანამშრომლობას „ნაკლებად მომხიბლავს“ უწოდებს.
„ქართული პარტია“ თვალსა და ხელს შუა ისე დნება, როგორც შარშანდელი თოვლი, ამიტომ არამგონია მნიშვნელოვანი იყოს მათი პოლიტიკური მოღვაწეობა და განცხადებები. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი და მაშტაბური საქმეები გვაქვს, ვიდრე ამ თემების კვლევაა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა“ და“ ქართულ პარტიას“ შორის დაბალანსებული მდგომარეობაა.
,,ფაქტია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ მოსწონს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი შემადგენლობა, მაგრამ არც „ქართული ოცნება“ გიჟდება ირაკლი ოქრუაშვილზე და მასთან ურთიერთბით. ასე რომ ურთიერთდაბალანსებული მდგომარეობა გვაქვს“ ,- აღნიშნა ძიძიგურმა.