„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა, რაც ძალიან კარგად ჩანს, იმ გამუდმებული ბრალდებებით და ბრძოლით, რომელსაც აწარმოებს ჩენს მიმართ არამარტო ხელისუფლება, არამედ ხშირ შემთვევაში ოპოზიციური ძალებიც“ - ასე უპასუხა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ presage.tv ის პრესკლუბში ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც პარტიის რეიტინგს და მის წინასაარჩევნო გეგმებს ეხებოდა.
ბურჯანაძის თქმით დღეს პარტიას 30 ათასი რეგისტრატორი ყავს, რაც უპრეცედენტოა საქართველოში. რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა არცერთ ძალას არ ყავს რეგიტრირებული და აღნუსხული 30 ათასი მანდატიანი წვერი“.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო 30 ათასი ადამინი გვიჭერს მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ამ ადამინის ოჯახის ერთი ან ორი წევრი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებზე, რომლებიც დადებითად არიან განწყობილნი პარტიის მიმართ.
ამას გარდა, ნუ დაივიწყებთ იმ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სახალხო კრების სახით“ - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მხარდამჭერთა რიცხვი მით უფრო გაიზრდება, რაც ნაკლები აქტიურობა და რეალური ბრძოლა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
პარტიის ლიდერის განცხადებით, სხვადასხვა გამოკითხვის რეიტინგები კაბინეტებში იწერება, თუმცა ეს მათ რეიტინგს მაინც ვერ ეხება.
„ოპოზიცია ამას არასოდეს აპროტესტდებდა, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს გაპროტესტება, რაც უკვე თავად არ მოეწონათ მათ მიმართ არსებული რეიტინგები. მიუხედავად ამისა, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თუ არჩევნებში გადავწყვიტეთ მონაწილეობა, საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 15 % დაგვიჭერს მხარს“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.