„ახალი თაობა“ ორიოდე დღის წინ იუწყებოდა, რომ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
თუ რამდენად სერიოზულია ეს პროცესი და უქმნის თუ არა საფრთხეს ყოველივე ეს მიხეილ სააკაშვილს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შალვა ხაჭაპურიძეს ვესაუბრეთ:
ბატონო შალვა რამდენად საფრთხის შემცველია სააკაშვილისთვის თქვენ მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი?
- გეტყვით, რომ მე პირადად ვიყავი ჩასული ჰააგაში, შევხვდი მთავარ პროკურორს, ექსპერტებს და გადავეცი ეს სარჩელი. საქმემ გაიარა რეგისტრაცია და ახლა დაიწყება ჩემს მიერ მიწოდებული მასალების შესწავლა.
თუ სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში, სააკაშვილის საქმე მთლად კარგად ვერ იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მალე გაიცეს სანქცია სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ. ჩვენ გვინახავს ჰააგის მიერ გასამართლებული არაერთი ლიდერი და ისიც ვიცით, თუ როგორ ამთავრებენ ეს ადამიანები თავიანთ ბიოგრაფიას. მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ საფრთხის შემცველია ჩვენი პრეზიდენტისთვის.