დაბინძურებული წყლის გამო მკვლელი ვეშაპების სიცოცხლე საფრთხეშია

დაბინძურებული წყლის გამო მკვლელი ვეშაპების სიცოცხლე საფრთხეშია

ახალი კვლევით დადგინდა, რომ მკვლელი ვეშაპების (ორკა) სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშაა. მეცნიერების თქმით, ვეშაპების სიცოცხლის ხანგრლივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

მკვლევრები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ დიდ ბრიტანეთს, გიბრალტარის სრუტეს, ბრაზილიას, იაპონიას და კალიფორნიას, სადაც ვეშაპები სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ იქნებიან. 

საქმე ეხება პოლიქლორირებულ ბიფინალიებს. ეს ქიმიური შენაერთები გამოიყენება თითქმის ყველაფრის დამზადებაში, პლასტმასიდან დაწყებული, ელექტრომოწყობილობით დამთავრებული. ისინი ძალიან ტოქსიკურია. მართალია, მისი გამოყენება რამდენიმე წელია აიკრძალა, ნარჩენები ოკეანეში მოგროვდა და იქაურ ბინადარზე იმოქმედა. 

მკვლელი ვეშაპები მონადირეები არიან, ამიტომ ისინი ყველაფერს შთანთქავენ და მათ შორის მავნე ნივთიერებებსაც.