Amazon-მა ნიუ-იორკში „ოთხვარსკვლავიანი“ მაღაზია გახსნა

Amazon-მა ნიუ-იორკში „ოთხვარსკვლავიანი“ მაღაზია გახსნა

ონლაინ ვაჭრობის ამერიკულმა გიგანტმა Amazon-ი ნიუ-იორკში „ოთხვარსკვლავიანი“ მაღაზია გახსნა. ამის შესახებ CNBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტში ის პროდუქცია იყიდება, რომელსაც შეფასებისას ოთხი ან მეტი ვარსკვლავი მიენიჭა. 

მაღაზიაში ძირითადად სათამაშოები და საოჯახო ნივთებია განთავსებული. მომხმარებელმა, რომელმაც Amazon-ის ფასდაკლებებით, იგივე Prime სერვისით ისარგებლა, სოჰოზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტში უფრო ნაკლებად შეიძენს ნივთებს. 

აშშ-ში Amazon-ი 17 წიგნის მაღაზიას და Amazon Go-ს სავაჭრო ობიექტებს ფლობს.