ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა

ესპანეთში ბავშვის სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა

ესპანეთში გოგოს სიკვდილის მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა. უბედური შემთხვევის შემდეგ ქვეყანაში იმაზე დაფიქრდნენ, თუ რამდენად უსაფრთხოა მგზავრობისას ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. ამის შესახებ BBC წერს. 

3 წლის გოგო მას შემდეგ დაიღუპა, რაც ავტომობილი უკანა ნაწილით სკოლის ავტობუსს შეეჯახა. მანქანას ბავშვის დედა მართავდა. უბედური შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი პლანშეტური კომპიუტერი გახდა, რომელიც შეჯახებისას მას სახის არეში მოხვდა. საგზაო ინციდენტამდე გაჯეტი გოგოს ხელში ეჭირა. 

საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი უჩვეულოა.