დავით სერგეენკოს ძმამ ლევან ხაბეიშვილს ყურებიანი ყ... უწოდა

დავით სერგეენკოს ძმამ ლევან ხაბეიშვილს ყურებიანი ყ... უწოდა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ძმა, ნიკა სერგეენკო საკრებულოს ნაციონალი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლევან ხაბეიშვილმა დღეს პრესას განუცხადა, რომ კალაძემ ის ძმის შუამდგომლობით თითქოს მერიაში დაასაქმა და ხელფასის სახით 3 ათასი ლარი დაუნიშნა. 

ნიკა სერგეენკოს თქმით, მისმა ძმამ დღეს, სწორედ ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ შეიტყო, სად მუშაობს ის.

„მიმუშავია ბევრგან - დიდ, თუ პატარა კომპანიებში, სახელმწიფო სექტორშიც (ცოტა), ფრილანსზეც, უმუშევარიც ვყოფილვარ (შეკვეთების გარეშე ანუ) და მეგობრების დახმარებითაც გამიტანია თავი რაღაც პერიოდი.

დათოსთვის “დასაქმებაზე” ლაპარაკი არასოდეს მიკადრებია, საკუთარი თავისთვისაც (ისე, ზოგადად, პრინციპულად გამოუსადეგარია მსგავსი საქმეებისათვის და მათ შორის მაგიტომაც ვცემ პატივს)“, - წერს ნიკა სერგეენკო.