"რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, ბაქრაძისთვის მიცემული ხმა დაკარგულია, ის არ წარმოგვადგენს მე და ენმ-ს"

Edison Research-ის კვლევას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრიუსელიდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია. სააკაშვილი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, ეს არჩევნები აქვს წაგებული, მისი ფალავანი უკვე დამარცხებულია, მაგრამ უნდა ვთქვათ რა არის სალომე ზურაბიშვილის 15%, ეს არის ნაწილი ჩინოვნიკების, რომელსაც ეშინია სხვანაირად თქმა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხმას არ მისცემენ, მეორე ნაწილი კი არის ის ხალხი, ვისაც უბრალოდ არ უყვარს საქართველო. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან ის პირველივე ტურში მოიგებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, ეს არის დაკარგული ხმები. რა თქმა უნდა, ბაქრაძის ხმების ნაწილი არის ის ხალხი, ვინც თვლის ჯერ კიდევ, რომ ბაქრაძე წარმოგვადგენს მე და ნაციონალურ მოძრაობას. მე მინდა ვუთხრა ყველას: ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს ენმ-ს. მე წარმომადგენს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და ის არის ენმ-ს და გაერთიანებული ოპოზიციის, სხვა ოპოზიციური ძალების კანდიდატი.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.