ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე ვეღარავინ ითამაშებს

ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე ვეღარავინ ითამაშებს

ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება აიკრძალება. ამ მიმართულებით ცვლილებები “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

ცვლილებების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.