პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იუმორისტულ გადაცემას წაიყვანს. "ჰოთ გოგი" ამ სახელწოდების გადაცემა ინტერნეტ-სივრცეში ყოველ კვირას განთავსდება.
პოლიტიკოსის თქმით, გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით წინადადება ახალგაზრდების ჯგუფისგან მიიღო.
"ახალგაზრდებმა შემომთავაზეს იუმორისტული გადაცემის წაყვანა. ბუნებრივია ამ წინადადებას დავთანხმდი. პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილიცაა, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ვისაუბრებთ ქუთაისის, ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით დაგროვილ ამბებზე", - განაცხადა გოგი წულაიამ.
იუმორისტული გადაცემების გადაღების და ინტერნეტ-სივრცეში განთავსების იდეის ერთ-ერთი ავტორი დათუნა ფურცხვანიძეა, რომელიც გადაცემებს რეჟისურაც გაუწევს.