სკრიპალების მოწამვლაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლი ჩეპიგაა. ამის შესახებ ინფორმაციას "Bellingcat"- ი და "The Insider"- ი ავრცელებენ.
როგორც გამოცემები წერენ ანატოლი ჩიპიგამ ГРУ-ს ოფიცრების მოსამზადებელი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ГРУ-ს სპეცრაზმის მე-14 ბრიგადაში.
2014 წელს ჩეპიგამ „რუსეთის გმირის" წოდება მიიღო „სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის".
„სამშვიდობო მისიაში" სავარაუდოდ რუსეთის უკაინაში შეჭრა იგულისხმება (იმ დროისთვის რუსეთის ოპერაცია სირიაში დაწყებული არ იყო), ჩეპიგას დანაყოფი შემჩნეული იყო უკრაინის საზღვრის სიახლოვეს."- წერენ გამოცემები.
ბოშიროვის ნამდვილი ვინაობის დადგენა მისი კურსდამთავრებულების ფოტოების მეშვეობით მოხერხდა. აღნიშნული სასწავლებელი უცხოეთის ოპერაციებისთვის ГРУ-ს აგენტებს ამზადებს.
ამასთანავე გამოძიებისას სისტემაში აღმოჩენილი იქნა ჩეპიგას „რუსეთის პასპორტიც", რომლის ფოტოზეც ის ისე გამოიყურება როგორც ე.წ „ბოშიროვი". ამასთანავე ქვეყნდება ჩეჩნეთში გადაღებული ფოტოც სადაც ერთ-ერთი პირი ძალიან გავს ე.წ „ბოშიროვს".