პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ვანო მერაბიშვილის შეწყალებისა და მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე იმსჯელა. მისი თქმით, თუ ის დაბრუნდა ერთი სასაცილო კაცი დაემატება ქართულ პოლიტიკას.
“მე არ ვიცი რამდენად მძიმეა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი შეწყალება-არშეწყალება არ არის პოლიტიკური თემა. ვიღაცები საუბრობენ, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში რაღაცას შეცვლის, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა. ეს მისი მოღვაწეობიდანაც ჩანს. სანამ ჩრდილში იყო, იქმნებოდა მასზე ლეგენდები, მაგრამ როგორც კი მან საჯარო პოლიტიკაში გადაინაცვლა, აბსოლუტური პაროდია გახდა.
მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია არავისთვის არაა საშიში და არც არასოდეს ყოფილა. მე ვერ ვხვედავ ვერანაირ საფრთხეს და მით უმეტეს მის დაბრუნებას პოლიტიკაში. თუ დაბრუნდა, ერთი სასაცილო კაცი დაემატება ქართულ პოლიტიკას. ვიღაცას ხომ არ გონია, რომ მერაბიშვილს ცოდნით თავი უსკდება?” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.