ავტობუსი „სოხუმი“, რომელიც 33 მგზავრს იტევდა და ადიგენიდან სოხუმში 10 წელი დადიოდა, 26 წელია, სოფელ ენთელში დგას, როგორც დაბრუნების სიმბოლო.
ავტობუსის მძღოლს ბორის შეყლაშვილს ადგილობრივები ექსკურსიაზე ან სავაჭროდ დაჰყავდა. უკანასკნელად რეისი „სოხუმმა“ 1992 წელს შეასრულა.
„მენატრება კი არა და ახლაც, რომ ვსაუბრობ ცრემლები მომდის. მაგრამ რა გინდა რომ ქნა? ცვენზე რომ იყოს დამოკიდებული შეიძლება, მაგრამ ჩვენზე არაა დამოკიდებული. პუტინი სანამ ნებას არ მომცემს ვერ გავალ. იმედს არ ვკარგავ, იმიტომ მყავს ეს ავტობუსი, რომ ხალხმა იმედი არ დაკარგოს და ხალხს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ სოხუმში წავალთ“, – ამბობს „სოხუმის“ მძღოლი.