“ნამდვილად გამიხარდებოდა, თუ ვაშაძეზე და სალომეზე მეტი შანსი, ზურა ჯაფარიძეს და თუნდაც უსუფაშვილს ექნებოდათ“

“ნამდვილად გამიხარდებოდა, თუ ვაშაძეზე და სალომეზე მეტი შანსი, ზურა ჯაფარიძეს და თუნდაც უსუფაშვილს ექნებოდათ“

“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნებზე წავიდნენ და ხმა მისცენ რუსეთის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ნამდვილად სასიხარულო იქნებოდა, თუ ვაშაძეზე და სალომეზე მეტი შანსი, ზურა ჯაფარიძეს და თუნდაც უსუფაშვილს ექნებოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ასე არ არის.

„შეიძლება ბაქრაძე მაგრადაც არ მოგწონთ, არც მისი ენერგეტიკა გხიბლავთ, არც მისი სიფრთხილე, არც პენსია განაღვლებთ და არც დასავლეთში სწავლა და ლეგალურად სამსახურის დაწყების პერსპექტივა გაინტერესებთ. მაგრამ, როცა ალტერნატივა “საქართველომ თავისი მოსახლეობა დაბომბა” და “ია ჩელოვეკ რუსკოი კულტურია”, ბაქრაძისთვის ხმის მიცემა ერთადერთი გამოსავალია.

ნამდვილად გამიხარდებოდა, თუ ვაშაძეზე და სალომეზე მეტი შანსი, ზურა ჯაფარიძეს და თუნდაც უსუფაშვილს ექნებოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ასე არ არის.

თუმცა, (მნიშვნელოვანი თუმცაა) მთავარი მაინც ისაა, რომ არჩევნებზე წახვიდეთ და ხმა რუსეთის წინააღმდეგ მისცეთ – პირველ ტურში უსუფაშვილის და ჯაფარიძის ხმებიც ქოცებს დააკლდება.

უბრალოდ, ისე არ მოხდეს, რომ მეორე ტური “ჩელოვეკ რუსკოი კულტურისა” და “ომი საქართველომ დაიწყოს” შორის გაიმართოს. საწყენი იქნება ნამდვილად რუსული კულტურის წარმომადგენლისთვის რომ გამიხდეს ხმა მისაცემი დემოკრატიის ხათრით. თან, ვაშაძე მეორე ტურში აუცილებლად წააგებს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.