10 რამ რაც მწვანე ბარათის შესავსებად უნდა იცოდეთ – აშშ-ის საელჩოს განცხადება

10 რამ რაც მწვანე ბარათის შესავსებად უნდა იცოდეთ – აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საკუთარ Facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 10 რჩევას აძლევს მწვანე ბარათის შესავსებად.

განცხადებაში შემდეგი საკითხებია ჩამოთვლილი:

“1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე.

2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე

3. რეგისტრაცია უფასოა!

4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov

5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი

6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov

8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ.

9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. ანუ აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.