აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი შემოიღეს (ვიდეო)

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი შემოიღეს (ვიდეო)

ამერიკის სამ შტატში, რომლებშიც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, დასჯის ახალი მეთოდი შემოიღეს. ეს არის აზოტის იძულებით შესუნთქვა. ამ მეთოდზე არჩევანი ოკლაჰომის, მისისიპისა და ალაბამის შტატებში გააკეთეს. აქამდე ამ მეთოდს საქონლის მოსაკლავად სასაკლაოებზე იყენებდნენ ხოლმე. ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი წერს.

ოკლაჰომას შტატის მთავარი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას სიკვდილის დასჯისთვის მომაკვდინებელი საინექციო საშუალებების დეფიციტით ხსნის, ვინაიდან ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ პროდუქტის წარმოება აკრძალეს.

აზოტის იძულებითი ინჰალაციით სიკვდილი ჰიპოქსიით იწყება და გარდაცვალებამდე მისჯილი კომაში ვარდება.

ამ მეთოდს საქონლის დასაძინებლად ვეტერინარებიც აღარ იყენებენ. 2013 წელს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებამ ამ მეთოდის გვერდითი მოვლენები დაადგინა და განმარტა, რომ გონების დაკარგვამდე ცოცხალი არსება წამებას განიცდის.

სიკვდილით დასჯის პრობლემების საინფორმაციო ცენტრის დირექტორი რობერტ დანჰემი კი აცხადებს, რომ ეს მეთოდი საშიშია პერსონალისთვის და დასმწრეებისთვისაც, ვინაიდან აზოტის გამოყენების პროტოკოლი ჯერ არ არის შემუშავებული.