აფხაზეთის ახალი თავსატეხი - სოჭიდან შემოსული ინვაზიური მავნებელი მწერი ზღვისპირა ქალაქებს უტევს

აფხაზეთის ახალი თავსატეხი - სოჭიდან შემოსული ინვაზიური მავნებელი მწერი ზღვისპირა ქალაქებს უტევს

ჯერ კი­დევ და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას კვალ­დაკ­ვალ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ახა­ლი ინ­ვა­ზი­უ­რი მავ­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა - ე.წ. გრძელ­ნის­კარ­ტა. მწე­რი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად პალ­მებს უტევს და ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში უამ­რა­ვი მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე გა­ახ­მო.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­ნე მწე­რი 2016 წელს და­ფიქ­სირ­და და მას პალ­მის გრძელ­ცხვი­რას უწო­დე­ბენ. ის ზა­ფხუ­ლო­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა და მცე­ნა­რის გახ­მო­ბა ერთ სე­ზონ­ზე შე­უძ­ლია. ბოლო ხა­ნებ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ათო­ბით გამ­ხმა­რი პალ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Апсабара-მ, ად­გი­ლობ­რივ ეკო­ლო­გებ­თან ერ­თად მო­ნი­ტო­რინ­გი და­ი­წყო, რათა სი­ტუ­ა­ცია უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ სა­გან­გა­შოა.

ე.წ. ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტის მი­ხე­ილ ქი­რი­ას შე­ფა­სე­ბით, "პალ­მის გრძელ­ცხვი­რა" ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და თუ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ყუ­რა­დღე­ბას არ გა­მო­ი­ჩე­ნენ, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი არა, ერთ სე­ზონ­ში გა­ნად­გურ­დეს. ინ­ვა­ზი­უ­რი მწე­რი მცე­ნა­რეს ერთ კვი­რა­ში სპობს.

ekhokavkaza.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მწე­რი მცე­ნა­რე­ში სამი-ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე "ცხოვ­რობს", რომ გა­რე­დან არ ჩანს. იგი მცე­ნა­რის რბი­ლო­ბით იკ­ვე­ბე­ბა და მხო­ლოდ "ფი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ში" ჩნდე­ბა, ანუ მა­შინ, რო­დე­საც ხე ხმო­ბას იწყებს... ასე­თი ხის შვე­ლა კი უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მისი მე­ქა­ნი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბაა, რათა შემ­დგომ მწე­რის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს.

"პალ­მის გრძელ­ცხვი­რა" აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლად 2016 წელს და­ფი­ქირ­და, თუმ­ცა აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ჭი­დილ­ში ამ მწე­რის არ­სე­ბო­ბა არა­ვის გახ­სე­ნე­ბია. არა­და, გაგ­რის რა­ი­ონ­ში, ცან­დრიპ­შის და­სახ­ლე­ბა­ში პალ­მე­ბი მა­სობ­რი­ვად "კვდე­ბოდ­ნენ". მისი გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კერა Холодная речка იყო და ამას მო­სახ­ლე­ო­ბაც აპ­რო­ტეს­ტებ­და, ვიდ­რე სო­ხუ­მამ­დე, ბიჭ­ვინ­თამ­დე და ცენ­ტრა­ლურ უბ­ნე­ბამ­დე არ მი­აღ­წია.

"ამ კვი­რა­ში რე­გი­ონ­ში უმ­ძი­მე­სი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და... ერთ ხე­ი­ვან­ში, მი­ჯრით ოცზე მეტი პალ­მა გახ­მა, თით­ქოს ცე­ცხლი წა­უ­კი­დე­სო. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ფი­ნი­კის პალ­მე­ბი. პრობ­ლე­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ეზო­ებ­შიც შე­ნიშ­ნეს, 30-ზე მეტი პალ­მა უბ­რა­ლოდ, მო­საჭ­რე­ლია... ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მავ­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­ო­ბით მათი მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბიც და პრე­პა­რა­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, უფრო სწო­რად, ამა­ზე არა­ვის უფიქ­რია.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ამ მხრივ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა გაგ­რა­ში, გაგ­რის პან­სი­ო­ნა­ტებ­შიც და პრი­მორსკში, სა­დაც პალ­მის ხე­ე­ბი დამ­წვა­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. არც ერთი მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა სო­ხუმს, მი­ყო­ლე­ბით გახ­მა სო­ხუ­მის სკვერ­ში, "რე­პატ­რი­ა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის" წინ ახ­ლად დარ­გუ­ლი პალ­მე­ბიც", - ამ­ბობს ქი­რია გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

აფხა­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რია, რაც ენ­გურ­სა­ქეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სუ­ლაც არ გვაძ­ლევს მშვი­დად ყოფ­ნის სა­ფუძ­ველს, მით უფრო, რომ აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნაც, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ აფხა­ზე­თი­დან გად­მო­ვი­და. მა­შინ რო­დე­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იქ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ასა­შე­ნებ­ლად ხე-ტყის მა­სა­ლა აზი­ი­დან ჩა­ი­ტა­ნა.

მი­ხე­ილ ქი­რი­ას ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში გრძელ­ცხვი­რაც სო­ჭი­დან გავ­რცელ­და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს, რო­დე­საც იქ ახა­ლი დრო­ე­ბი­თი "და­სახ­ლე­ბე­ბი" შექ­მნეს, იქი­დან კი მის­თვის მი­სა­ღე­ბი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და.

რუ­სეთ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და უკე­თე­სი სურთ, აფხა­ზეთ­ში კი ეს სამ­სა­ხუ­რი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ამ ინ­ვა­ზი­ურ მავ­ნე მწერს გა­მო­იკ­ვლევ­დნენ და პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებ­ზე იმუ­შა­ვებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ კარ­გა ხა­ნია არა­ვის, მით უფრო, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" იმე­დი არ აქვთ და ღმერ­თის იმე­დად არი­ან დარ­ჩე­ნილ­ნი... აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ თუ რე­გი­ონ­ში მწვა­ნე მასა გა­ნად­გურ­და, ეს ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბა­სა და "ეკო­ნო­მი­კის გა­ნად­გუ­რე­ბას" გა­მო­იწ­ვევს.