იარაღის მწარმოებელმა რუსულმა კომპანიამ, „კალაშნიკოვმა“ შექმნა 4 მეტრის სიმაღლის რობოტი, რომელიც მოსკოვში, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე წარადგინა. ფორუმი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
რობოტი 4.5 ტონას იწონის. ის შუშის კაბინიდან, ადამიანის მიერ იმართება.
კომპანიის ინფორმაციით, რობოტი საინჟინრო და საბრძოლო დავალებების შესასრულებლად შექმნეს.
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე 14 ქვეყნის 1 200-მდე იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ 26 ათასამდე იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა წარადგინეს.