პირობა - 6 000 კილოგრამი
ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კომკავშირელმა მეჩაიემ სულიკო მამალაძემ ნახევარ ჰექტარ ფართობზე უკვე 5 ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოკრიფა.
სეზონის დასასრულამდე მოწინავე მეჩაიის პირობა 6 000 კილოგრამი „მწვანე ოქროს“ მიღებას ითვალისწინებს.
მერგოლური - მაგალითის მიმცემი
სოფელ ვაკიჯვრის კოლმეურნეობის ახალგაზრდულმა რგოლმა სახელმწიფოს 15 ტონაზე მეტი ძვირფასი ნედლეული შემატა.
თანატოლებს ნაყოფიერი შრომის მაგალითს აძლევს მერგოლური ჟუჟუნა თხილაიშვილი, რომელმაც 4 000 კილოგრამი ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოკრიფა.
მოსწავლე - მეჩაიე
სასახელო შრომითი მაჩვენებლებით შეხვდა ახალი სასწავლო წლის დასაწყისს სოფელ კონჭკათის საშუალო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სულიკო კოსტავა.
საზაფხულო არდადეგების დროს მუყაითმა გოგონამ მიმღებ პუნქტს 2 800 კილოგრამი „მწვანე ოქრო“ ჩააბარა.