სომეხი ბიზნესმენები საქართველოში ოქროს მოპოვებით დაინტერესდნენ. მათ გურიის რეგიონში საბადოს ძიება უკვე დაიწყეს. ამის შესახებ განცხადება კომპანია „ქართული რესურსის“ დირექტორმა, ნერსეს კარამანუკიანმა გააკეთა.
კარამანუკიანის თქმით, ოქროს მოპოვების ნებართვა, სპეციალური ლიცენზია მათ წელს, სექტემბერში მოიპოვეს. ეს ნებართვა 306 ათასი დოლარი დაუჯდათ.
ძიების პროცესში კომპანია 1 მილიონს დახარჯავს.
- ჩვენი კომპანია სომხეთში ოქროს მოპოვებითაა დაკავებული. საქართველოში კი მუშაობა, საბადოს ძიება ახლახან დავიწყეთ და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ, - აცხადებს ბიზნესმენი.