”პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობა არ მაინტერესებს”

”პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობა არ მაინტერესებს”

მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი უინტერესოდ ეჩვენება.

ამის შესახებ საქართველოს პირველი პირი პოლონეთის საინფორმაციო ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას, პასუხობს, რომ "ეს არც თუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია".

"ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არც თუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია", - აცხადებს სააკაშვილი.