"თუ ასე მოვიქეცი, შიზოიდი და ავადმყოფი ვარ"

სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე მუდმივად ლაპარაკობდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ისე მედიაორგანიზაციები, თუმცა მათი მოწოდებები რჩებოდა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.".. სამართალი "ურმით" დადისო, ნათქვამია, თუმცა ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე. სამართლის ურემი მიუახლოვდა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების სამგზის მინისტრ დიმიტრი შაშკინს, ჯერ არავინ იცის, თუმცა პროკურატურისგან უწყება რომ მიუვიდა, არ უარყოფს.

რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

- როგორც ჩანს, კითხვები სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი მუშაობის თაობაზე აქვთ. მე მხოლოდ 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე რაც ხდებოდა, იმაზე შემიძლია ვისაუბრო.

შეძლებთ დაარწმუნოთ პროკურატურარომ "ნაციონალური მოძრაობისმრავალგზის მინისტრს გადაცდომები არ ჰქონდა?

- ჩემს დროს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელსაც არ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ ვერც მის დასკვნაში და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ვერ ნახავთ ფაქტებს, სადაც წერია, რომ პატიმრებზე ძალადობდნენ.

"ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პატიმრებზე ძალადობა არ ყოფილა?

- არც ერთ დასკვნაში, რომელსაც სუბარი ამზადებდა, არაფერია ნათქვამი წამებაზე. იმ დროს ციხეში უპრობლემოდ შედიოდა წითელი ჯვარი. ჩემი ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ვახვედრებდი პატიმრებს. ამისთვის მაკრიტიკებდნენ კიდეც, რომ სისტემა მეტისმეტად გახსნილი მქონდა.

2009 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამიარომ იმატა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებმა...

- რა მოტივით უნდა დამემალა წამების ფაქტები? თუ ასე მოვიქეცი, შიზოიდი და ავადმყოფი ვარ, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა. ეს თემა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, რატომ უნდა დამედო სასწორზე ჩემი კარიერა?

ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტის ინიციატივა იყო და თქვენ ვინ მოგცემდათ იმის უფლებასხელი შეგეშალათ რეფორმისთვის?

- ეს დავალება პროკურატურამ და შს სამინისტრომ მიიღო და არა სასჯელაღსრულებამ. პრობლემა სისტემური რომ ყოფილიყო, რეაგირებას მოვახდენდი.

თქვენს გუნდში ამბობენრომ ეს იყო სისტემური დანაშაულიზურაბ ჯაფარიძემ ისიც კი თქვაყველამ იცოდარაც ხდებოდაო.

- თუ ჯაფარიძემ რამე იცის 2009 წლის პერიოდზე, შეუძლია ჩვენება მისცეს. ჩემს დროს წამება არ ყოფილა!

თქვენი თანაგუნდელებიც კიელენე თევდორაძე და თეა თუთბერიძე ამბობენრომ 2006 წლიდან ციხეებში აღარ უშვებდნენთუთბერიძემ ისიც თქვავანო მერაბიშვილმა ძალადობა პოლიციის შენობებიდან ციხეებში გადაიტანაო.

- თუთბერიძის ნათქვამზე რთულია კომენტარის გაკეთება, მან ისიც დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. მისი ნაუბარი სხვა პროფესიის ინტერესების სფერო უნდა გახდეს, მის შესახებ ექიმებს უნდა ჰკითხოთ.

თქვენს დროს მუშაობდნენ დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძეროგორც ცნობილიამკურნალიძე "კარანტინისდაშლაშიც მონაწილეობდაარსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეოფირი.

- ჭაკუა ნამდვილად იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, გაგა მკურნალიძე კი მისი მოადგილე. თუმცა მათთან 9 თვის განმავლობაში პრეტენზია არ მქონდა. სამწუხაროდ, ვიდეოფირში გაგა მკურნალიძე მართლაც ჩანს. არავის აწამებს, მაგრამ ფაქტია, როდესაც სხვები სცემდნენ პატიმრებს, იქ იყო. გაუპატიურების სცენების მომზადებაში ჭაკუა და გაგა მკურნალიძე არ მონაწილეობდნენ. თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ პასუხისმგებლობას.

პატიმრები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდნენ და იღუპებოდნენეს დანაშაული არ არის?

- ციხეებში სიკვდილიანობა მართლაც მაღალი იყო. მძიმე ავადმყოფი პატიმრების გაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოებში შეზღუდული იყო. ჭაკუა პატიმრების გაყვანას იმ მიზნით ერიდებოდა, რომ ვინმეს იარაღი, მობილური ან ნარკოტიკი არ მიეწოდებინა მათთვის. ვაფრთხილებდი, პატიმარი შეიძლება მოკვდეს და ბევრად მძიმე შედეგს მივიღებთ-მეთქი...

მერაბიშვილმა არ იცოდარომ ლამის კინოსტუდიები გახსნეს როგორც სასჯელაღსრულებისასევე მისი უწყების თანამშრომლებმა?

- ოფიციალური ვერსიით, 24 ათასი ვიდეოფირია აღმოჩენილი, თუმცა არავინ იცის, რამდენია კანონიერი და რამდენი უკანონო. როგორ ფიქრობთ, ვანოს ან ნებისმიერ ჩვენგანს რომ სცოდნოდა უკანონო ფირების ამბავი, არ გასცემდნენ განადგურების ბრძანებას? ბიბლიოთეკა ხომ არ არის, წიგნები გქონდეს დასაწვავი და ვერ მოასწრო. 20 დღე, სანამ ხელისუფლებას გადავაბარებდით, ფაქტებს გავანადგურებდით, ვიდეოფირები არქივში აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფმა იცოდა ეს და არა მინისტრებმა ან პრეზიდენტმა.

მაშინ მართალი ყოფილა ვერსიარომ არქივი დათა ახალაიამ წაიღოროცა ქვეყნიდან გავიდა და შემდეგ ხელისუფლებას გადასცა.

- ვინ რა და რისთვის გააკეთა, არ ვიცი. არსებობს კითხვა: რატომ აღმოჩნდა არქივში ხელუხლებლად მაკომპრომეტირებელი ფირები, როცა შეგვეძლო განადგურება? იმიტომ, რომ ვანომ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა არაფერი იცოდნენ(?!).