ქეთა თოფურია - „გაშიშვლების წინააღმდეგი ვარ“

ქეთა თოფურია - „გაშიშვლების წინააღმდეგი ვარ“

თბილისში მომღერლებმა და მოდელებმა გახდა დაიწყეს!

ნინა წკრიალაშვილმა და ქეთი ყიფშიძემ გაიხადეს და მათი ფოტოებით დამშვენებული „პლეიბოის“ გაყიდვას ინგა გრიგოლიას „რე-აქციამაც“ შეუწყო ხელი... რუსეთში კი „სპიდ - ინფოს“ მორიგი ნომერი გამოვიდა და ბედის ირონიაა, ალბათ... ყდიდან მკერდ - მოშიშვლებული ქეთა თოფურია გვიღიმის...

შეიძლება ბევრისთვის არც იყო ეს ფაქტი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი, მაგრამ ქეთა თოფურიას მოსკოვში იმ იმედით დავურეკეთ, რომ ის მაინც უარყოფდა ფოტოს ორიგინალობას და, აკი, არც შეცმცდარვართ:

ქეთათბილისში „პლეიბოი“ გამოვიდახოლო მოსკოვში ქეთამ გაიხადა...

- აუ, რა „გაახურეს“ ამ მონტაჟებით!

გასაგებია შენი პოზიცია... მაგრამრას ეძახი მონტაჟს - მკერდი არაა შენი თუ მკერდის ზომა?

- საერთოდ მონტაჟია ეგ ფოტო. მონტაჟია ის, რომ მიგამონტაჟებენ.

ანუ...

- ანუ რა, რა გჭირს? ანუ მე, ქეთა თოფურიას, არ გამიხდია!

ძალიან კარგივფიქრობშენი ამომწურავი პასუხით კმაყოფილი დარჩება ქართველი მკითხველი... მაინც მინდადავაკონკრეტოთ... ქეთა თოფურიას თავი მიუმონტაჟეს ვიღაც რუსის „ნაშას“?

- ალბათ, თორემ მე რომ მასეთი არ ვარ, კი ვიცი!

ყური მოვკარითითქოს „-სტუდიო“ სარჩელის შეტანას აპირებდა „სპიდ - ინფოს“ წინააღმდეგ... რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?

- არა, არა. იცით, რა არის? მაგაზეც იყო საუბარი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ თემა აღარ გავაღვივოთ... მოსკოვში მსგავსი რაღაცეები ჩვეულებრივი მოვლენაა. თბილისშია მიუღებელი, თორემ, აქ არც აქცევენ ყურადღებას ასეთ რაღაცეებს...

ქეთათბილისში „პლეიბოი“ გამოვიდა ნინა წკრიალაშვილისა და ქეთი ყიფშიძის შიშვლად გადაღებული ფოტოებითშენი დამონტაჟებული ფოტოებისგან განსხვავებითმათ ნამდვილად გაიხადეს და ფოტოსესიაც გადაიღესშენ რამდენად მიესალმები ცნობილი ადამიანების გაშიშვლებული ფოტოების გამოქვეყნებას?

- საერთოდ, მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ, როცა მთლიანად იხდის მომღერალი. ვისაც სჭირდება და ვინც თავის თავს ყიდის, ის იხდის კიდეც. „ვიაგრა“ ეგრე არ არის? ვერ მღერიან და სიშიშვლით მოიპოვეს პოპულარობა! ეს ახალი ამბავი არ არის და არც მე ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს!

საქართველოში ვინ ვერ მღერისვინც შეიძლება რომ გაიხადოს...

- არიან, არიან. მათ, ალბათ, მოსწონთ საკუთარი ფიგურა და... მათი ნებაა! მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ!

ქეთარა უნდა მოხდეს ისეთირომ ქეთა თოფურიამ გაიხადოსრამდენი უნდა გადაგიხადონ ან რა უნდა შემოგთავაზონ?

- ფეხმძიმედ უნდა ვიყო!

რაა?

- ფეხმძიმედ უნდა ვიყო. მუცლით რომ ვიქნები, მინდა დაჩრდილული, სილუეტური ფოტოსესიის გადაღება, რომელიც ესთეტიკური იქნება და არა პორნოგრაფიული!

ისეგაქვს გაშიშვლების სურვილი?

- რა სისულელეა. მე გაშიშვლების სურვილი არა მაქვს! თუ მექნება, ყოველ შემთხვევაში, არც დავმალავ!

ჯგუფის დანარჩენი წევრები რას ამბობენ?

- არაფერს. ფეხებზე ჰკიდიათ!

თქვენ ასე ზერელედ ეკიდებით პრესაში დაბეჭდილ ფოტოებს?

- მოსკოვისთვის არაფერს ნიშნავს დამონტაჟებული ფოტოების გამოქვეყნება! არ ღირს გამწვავება და ნერვების შლა. არ ვღელავთ, არა!