რა თანხას შეადგენს გია სურამელაშვილის ჰონორარი

რა თანხას შეადგენს გია სურამელაშვილის ჰონორარი

მომღერალი გია სურამელაშვილი ყურადღების მიღმა არასდროს, არავის რჩება. ის საკმაოდ მხიარული, გულახდილი და ენერგიული რესპონდენტია. სიამოვნებით საუბრობს იმ თემებზე, რასაც ბევრი თავს არიდებს. არც იმის აღიარება უჭირს, რომ სიმპათიური და მიმზიდველია. უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი პლასტიკური ქირურგიის შედეგია. როგორც ამბობს, მისი გარეგნობა აბსოლუტურად ბუნებრივია და სწორედ ამიტომაც გამოირჩევა სხვებისგან. არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მალე დაოჯახდეს, თუმცა ჯერჯერობით, ის ადამიანი არ გამოჩენილა მის ცხოვრებაში, რომელსაც საკუთარ ბედს დაუკავშირებს.

გია სურამელაშვილს ყოველთვის ჰყავს თაყვანისმცემლებიასე იყო წლების წინ და ახლაცთუ გაქვს მათთან ურთიერთობა?

– ადრე უფრო ნაკლებად მქონდა ჩემს ფანებთან ურთიერთობა, დღეს კი, რაც რესტორნებში და კერძო პირებთან ოჯახებში მიწვევით დავიწყე სიმღერა უფრო აქტიურად ვკონტაქტობთ.

კერძო მიწვევები სხვადასხვა წვეულებებზე?

– ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები, ბევრი ფული მისცეს მათ ღმერთმა. პრინციპში, შეიძლება, სულაც არ იყოს რაიმე ღირსშესანიშნავი დღე, მაგრამ დღესასწაულის შექმნა მე თვითონაც შემიძლია მათთვის.

ხშირად უქმნი ასეთ ადამიანებს დღესასწაულებს?

– საკმაოდ. მით უმეტეს, რომ ეს ფინანსებსაც უკავშირდება. ფინანსური დაინტერესება არ მაქვს-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ.

რა თანხას შეადგენს გია სურამელაშვილის ჰონორარი?

– იაფი ნამდვილად არ არის. მაგალითად, მიწვევა მაქვს საბერძნეთში, სადაც ერთ კონცერტში 10 000 ევროს გადამიხდიან. ამერიკაშიც მეპატიჟებიან, მაგრამ თანხაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ.

საქართველოში რამდენს გიხდიან?

– აქ ასეთი ფუფუნება არ არის. 6-7 სიმღერაში 1 500-დან 2 000-მდე ლარს მიხდიან.

ქუჩაში ფეხით არასდროს დადიხარგყავს მძღოლი და დაცვა.

– სხვათა შორის დაცვა სანამ არ მყავდა, იყო შემთხვევები, უცნობები მანქანებით გამომკიდებიან. წარმოიდგინე, მანქანაში ზიხარ და შენს საყვარელ მომღერალს უსმენ. ამ დროს გაიხედავ და მანქანით გიდგას გვერდით. ერთხელ გამაგიჟეს. მანქანის ოთხივე ფანჯრიდან წელამდე იყვნენ ამოსული და შენ გენაცვალე გიაო, მიყვიროდნენ. თუ ვაბუქებდე, ერთადერთ შვილს ვფიცავარ. ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხს ასე რომ ვუყვარვარ.

ერთი პერიოდი ხმა გავრცელდაგია სურამელაშვილი დაოჯახებას აპირებსომართალია?

– უჰ, ვისზე აღარ ამბობდნენ. ხან ვინ მომყავდა ცოლად, ხან – ვინ. საერთოდ, გია სურამელაშვილი ყოველთვის განებივრებულია ჭორებით. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჯერჯერობით შეყვარებული არ ვარ, მაგრამ პატარა ნაპერწკალი არის, რომელიც შეიძლება გაღვივდეს.

იმ სკანდალზე რას იტყვირომელიც შენი ერთადერთი ვაჟის ქორწინების მცდელობას უკავშირდებოდარა მოხდა რეალურად?

– არაფერი, მას ცოლის შერთვა უნდოდა. მე არავინ დამიწუნია, უბრალოდ, ჩემს შვილს ვურჩიე, ცოტა თავი შეეკავებინა და მოგვიანებით დაქორწინებულიყო.

რატომ?

– ჯერ ჩემი თავი მყავდა გეგმაში. ჯერ მე მინდა დავქორწინდე და ასე შემდეგ. ალბათ, ეს უფრო გაბუქებული იყო და ამიტომაც მიიღო სკანდალის სახე. ნამდვილად არავინ დამიწუნია, მშვენიერი გოგო იყო. როგორც ვიცი, დაშორდნენ. მართალია, დაქორწინება ჯერ მე მინდა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, მამა-შვილმა ცოლები ერთდროულად შევირთოთ.

როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილთან?

– არაჩვეულებრივი.

ძალიან გიყვარს სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები.

– სამკაულები მიყვარს და მათი ტარება მსიამოვნებს. უმეტესობა ნაჩუქარია, ზოგი კი ჩემი გემოვნებით მაქვს ნაყიდი. საყვარელი ადამიანები ასეთ ძვირფას ნივთებს რომ გჩუქნიან და ამით შენს გახარებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

თუ შენი სამკაულების მიხედვით ვიმსჯელებთსაკმაოდ ბევრი საყვარელი ადამიანი გყოლიაალბათყველა სამკაული გარკვეულ ისტორიას გახსენებს.

– კი, ასეა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთმა ახლობელმა იტალიური ოქროს ძალიან ლამაზი სამაჯური მაჩუქა. ორიგინალური ქსოვა ჰქონდა და ძალიან მომწონდა. უცნაური ის იყო, რომ ადამიანს, რომელიც ხშირად მჩუქნიდა სამკაულებს, არ სიამოვნებდა, როცა ისინი მეკეთა. ერთ-ერთი შეხვედრისას, არ ვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ მის სახლში ეს სამაჯური მომძვრა და დავკარგე. რამდენიმე დღის შემდეგ, ამის შესახებ რომ გაიგო, ახალი სამაჯური დამახვედრა სახლში, ოღონდ შენ არ გაბრაზდეო.

ადვილად ბრაზდები?

– ადვილად ვბრაზდები. ძალიან ფეთქებადი ვარ, რის გამოც ბევრი რამ დამიკარგავს. აწი რაღა გამომასწორებს, მალე 41 წლის გავხდები.

ისევ სამკაულების თემას დავუბრუნდებიახლა ძალიან ბევრი ოქროს ნაკეთობა გიკეთიამოდიდავწვრილმანდებიორი ჯაჭვი ყელზესამი სამაჯურიხუთი ბეჭედიუხეშად რომ ვთქვათერთი-ორი კილო ოქროთი ხარ მოსულიმოსიარულე ლომბარდი ხარ...

– ყოველთვის ასე არ დავდივარ, მაგრამ ძალიან მომწონს როცა ლამაზი სამკაულები მიკეთია.

რა განიჭებს სიამოვნებას?

– ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი აღარ მყავს. ზოგი გარდაიცვალა, ზოგთან უბრალოდ ურთიერთობა აღარ მაქვს, რაც ისევ ჩემი ხასიათის ბრალია. ბევრ რამეს ვერ ვპატიობ ადამიანებს.

ხშირად იმასაც ამბობენრომ შენი გარეგნობა არაერთი ქირურგიული ჩარევის შედეგიასიმართლეა ეს?

– არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. რატომ ვერ უნდა მოვახერხო ფორმაში ყოფნა, როცა საკუთარი თავის მეტი არავინ მაბარია? რა თქმა უნდა, შვილი მყავს, მაგრამ მასაც თავად აბარია საკუთარი თავი. არანაირ ზედმეტ პროცედურას მე არ ვიტარებ. რა თქმა უნდა, პროცედურაში არ ვგულისხმობ მასაჟს და სახის ნიღაბს. თუ დამჭირდა პლასტიკურ ქირურგიას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნემსის ისე მეშინია, შეიძლება ვერც გავრისკო. ჩემი ნებისყოფის და ნერვების პატრონი ამას ვერ ავიტან. სხვათა შორის დავაკვირდი, რაც უფრო წლებში შევდივარ, მით უფრო კარგი ვხდები. ძველ კლიპებს რომ ვუყურებ, საკუთარი თავი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე მაშინ.

ხშირად გიწევს ქეიფი და დროსტარებაშესაბამისადხშირად ბახუსში ხარროგორი სიმთვრალე გაქვს?

– გააჩნია სიტუაციას. თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვსვამ, ღვინოსაც მშვენივრად ვიტან.

გიჩხუბია?

– კი, როგორ არა, მაგრამ ძალიან იშვიათად. მე რომ ვთამადობ, სადღეგრძელოებს ვამბობ და მერე წავიმღერებ, ვინ იჩხუბებს იქ?! „ხისთავიანებს კი, ჩემი სილამაზის და სადღეგრძელოების პატრონი, ვთიშავ, აბა რაა“...

იუმორის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიყოველთვის ესმით შენი ხუმრობა?

– კი. ისეთ რაღაცას ვიტყვი ხოლმე, რომ ჭკუა ეკეტებათ. მზია კვირიკაშვილთან ერთად ხშირად მიწევდა ყოფნა და ალბათ, გემრიელი იუმორი მან დამანათლა. მართალია, ანეკდოტების მოყოლა არ შემიძლია, მაგრამ ისეთს „მოვხევ“ შეიძლება, კომაში ჩავარდეს ადამიანი.

ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და თითქმის ვერასდროს გადაადგილდები თავისუფლადარ გქონია სურვილიქუჩაში შენს გემოზე გევლო?

– ჩემს გემოზე ქუჩაში გავლა ჩემი ოცნებაა. რამდენჯერმე ვცადე მაგრამ... ძალიან ჩვეულებრივად ჩაცმული გავედი გარეთ, ქუდიც მეხურა და სათვალეც მეკეთა, მაგრამ ამ სილამაზეს სად წაუხვალ. ტყეში რომ წავიდე სასეირნოდ, ისეთი ბედი მაქვს, იქაც ვინმე შემხვდება.