რატომ შეხვდა ემზარ კვიციანი ტარიელ ონიანს

რატომ შეხვდა ემზარ კვიციანი ტარიელ ონიანს

საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2006 წელს დალის ხეობაში ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი. ნაციონალებმა მაშინ უსინდისოდ გვაუწყეს, რომ ტერიტორია, სადაც აქამდე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, ჩვენ დავიბრუნეთო. არადა, ყველამ ვიცოდით, რომ დალის ხეობა ერთადერთი ადგილი იყო აფხაზეთში, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა.

სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზებმა რუსებთან და სომხებთან ერთად ბევრჯერ სცადეს მისი აღება. თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც სათავეში ემზარ კვიციანი ჩაუდგა, მტრის მოგერიება შეძლო. ადგილობრივები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ ხეობას მოწინააღმდეგისაგან. ყველაფერი 2006 წლის ივლისში შეიცვალა. ემზარ კვიციანმა მაშინ ხეობაში ამბოხება მოაწყო. ამის შემდეგ იქ სამთავრობო ჯარები შეიყვანეს და დაგვაჯერეს, რომ საქართველოს იურისდიქცია გაავრცელეს. ტერიტორიას ზემო აფხაზეთი უწოდეს. იქედან სააკაშვილმა დაგვიბარა, მალე ქვედა აფხაზეთში, ანუ სოხუმშიც ჩავალთო. სოხუმში ვერ ჩავედით. სამწუხაროდ, აფხაზებმა რუსების დახმარებით შეძლეს ხეობის დაკავება ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროს. იმ დროისთვის ხეობაში არც "მონადირე" იყო და არც კვიციანი. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კი მოსახლეობას გადმოასწრეს.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ 2006 წელს დალის ხეობაში კვიციანმა ამბოხება ხელისუფლების დავალებით მოაწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მას მოღალატედ მოიხსენიებენ.

მოქმედებდა თუ არა კვიციანი ხელისუფლების დავალებით, რა შეხვედრა ჰქონდა მას პრეზიდენტის ბიძასთან, რატომ არ ათავისუფლებენ პატიმრობიდან ნორა კვიციანს, ამ თემებზე დევნილობაში მყოფი ემზარ კვიციანი "სარკეს" ესაუბრა. მას ჩვენ კითხვები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავუგზავნეთ და ელექტრონული ფოსტისვე მეშვეობით მივიღეთ.

წლების განმავლობაში თქვენ ითვლებოდით ადამიანადრომელმაც შეძლო დალის ხეობის შენარჩუნებადღესიმავე დალის ხეობის დაკარგვას თქვენს სახელს უკავშირებენამის გამო თქვენ მოღალატესაც გიწოდებენრას ეტყვით ამ ადამიანებს?

– დიახ, მე და ჩემმა ახლობლებმა შევინარჩუნეთ დალის ხეობა. 1992 წლიდან 2006 წლამდე მე, ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა ერთად შევძელით მტერი შეგვეჩერებინა და უკუგვეგდო. 1995–2006 წლებში ხელისუფლებაში ისეთმა პოლიტიკოსებმა მოიყარეს თავი, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იმართებოდნენ. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ. ისინი ამ ქვეყნების დავალებით უამრავ სიგლახეს სჩადიოდნენ. ეს სიგლახე ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული. უნდოდათ, როგორმე გამოვეყვანეთ დალის ხეობიდან.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

– ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. მათ ჰქონდათ უამრავი საშუალება, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ ქართული მიწის დაცვაში. მათგან თავისა და ხეობის დაცვა ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე მოსისხლე მტრისგან. ჩვენ ხეობის დაცვა მათგანაც შევძელით. ხეობას ვინარჩუნებდით მანამ, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ქვეყნის გამყიდველების ჯგუფს არ დასვამდნენ, რომლებიც ვითომ რევოლუციით მოვიდნენ. ამის მერე დალის ხეობის მაცხოვრებლებს ვინღა მოგვისმენდა. მათ დიდი გავლენა ჰქონდათ. ჩვენ წინააღმდეგ წარმატებით ააგორეს შავი პიარი. ეს შავი პიარი ვერაფერს დაგვაკლებდა, ჩვენს მეგობრებად წოდებულებს ჩვენთვის ზურგში მახვილი რომ არ ჩაეცათ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მე მოღალატეს მიწოდებენ, აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მათი სია. ახლაც და მომავალშიც ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის ნამდვილი მოღალატე. თქვენ მკითხეთ, რას ეტყოდი ამ ადამიანებსო. რას ვეტყოდი? რა უნდა ვუთხრა მოღალატეებს, ერთის გარდა: შეწყვიტეთ სამშობლოს ღალატი.

ივლისში დალის ხეობაში დატრიალებული მოვლენებიდან 5 წელი გადისდღევანდელი გადმოსახედიდანროგორ აფასებთ იმ მოვლენებსმოსახლეობაში დღემდე არის მოსაზრებარომ მაშინ თქვენ ხელისუფლების დავალებით მოიქეცით ასე.

– ეს ცოტა უცნაური გამოდის. თუ მე 5 წლის წინ ხელისუფლების დავალებას ვასრულებდი, მაშინ რატომ გამომაცხადეს მოღალატედ? აქ ორი ვარიანტია – ან მე ვარ მოღალატე, ან ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს ხელისუფლებაში იყვნენ. ვინაა მოღალატე, ეს საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. კარგი იქნებოდა, თუ თქვენი ჟურნალი ამასთან დაკავშირებით გამოკითხვას ჩაატარებდა. მოდით, ჰკითხეთ ხალხს, ვინ უღალატა სამშობლოს – კვიციანმა და ბატალიონმა "მონადირემ", თუ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება 5 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, ახლაც იმ აზრზე ვარ, როგორზეც მაშინ ვიყავი – მე დღესაც იგივეს გავაკეთებდი.

რატომ გააკეთებდით იგივეს?

– იმიტომ გავაკეთებდი იგივეს, რომ ფიცი მაქვს დადებული. მე დავიფიცე, რომ სანამ ცოცხალი ვარ, სამშობლოს დავიცავ. მაშინ მე სამშობლოს ვიცავდი.

რა მდგომარეობაა დღეს დალის ხეობაშითქვენი აზრითშეიძლებოდა თუ არა 2008 წელს მისი შენარჩუნება.

– რა მდგომრეობაა? 2006 წელს სააკაშვილმა დალის ხეობა ზემო აფხაზეთად გამოაცხადა და აფხაზებს გადასცა. იქ საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. ამის საფასური სააკაშვილმა მიიღო. როგორც ბატონი შალვა ნათელაშვილი თავის ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, ამის სანაცვლოდ სააკაშვილს სომხებმა 109 მილიონი გადმოურიცხეს. თუ არ ვცდები, ეს თანხა სომხეთის რკინიგზამ გადმორიცხა. დალის ხეობაში რა უნდა ხდებოდეს. ჩვენს შენარჩუნებულ ტყეებს სხვები ჭრიან და სააკაშვილის მიერ კაპიკებად გაყიდულ ტერიტორიაზე გემრიელად ცხოვრობენ. უცხოურ მედიასთან საუბარში სააკაშვილმა განაცხადა, ქვის გროვისა და სალი კლდეების მეტი არაფერი გავყიდეო. წარმომიდგენია, რამდენი რამე უნდა გაგვიყიდოს კავკასიაში მაცხოვრებელ ხალხს.

იმ მოვლენების შემდეგდააპატიმრეს თქვენი და ნორა კვიციანიის დღემდე ციხეში ზისამ წლებში ბევრი ადამიანი გაათავისუფლესრატომ არ ათავისუფლებენ ნორა კვიციანს?

– რა უნდა ვთქვა ნორაზე? ჩემს დაიკო ნორას 27 დეკემბერს 64 წელი შეუსრულდა. ის, ჩვენთან ერთად, 14 წლის განმავლობაში იცავდა დალის ხეობას – თავის სამშობლოს. ახლა კი, სააკაშვილის ტყვეობაში იტანჯება. ნორა რომ უდანაშაულოა, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. იციან, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა მარტო სააკაშვილის გადაწყვეტილება არ არის. ნორას პატიმრობაში ყოფნა ეტყობა სხვა ვიღაცეებსაც აწყობთ, რომლებიც საქართველოს საზღვრებს იქეთ არიან. მომდევნო წლებში ციხეში სხვებიც ჩასვეს. მათ შორის, ისინიც, ვინც მე მოღალატეს მიწოდებდნენ. მათ 3 დღეც კი ვერ გაძლეს, ნორა კი უკვე 5 წელია იქ ზის და უსამართლობას არ ურიგდება. ადამიანების ნაწილი, რომელთა ხელი ურევია დალის ხეობის დაკარგვაში, ახლა ოპოზიციაში არიან. ეს მათ არ უშველის. სამშობლოს ღალატისა და ჩემი დის ტანჯვისთვის ყველა პასუხს აგებს.

საქართველოდან გაქცეული პოლიტიკოსები და ჩინოსნები აქტიურად თანამშრომლობენ ოპოზიციასთანთქვენ თუ თანამშრომლობთ მათთანან ვინმემ ხომ არ შემოგთავაზათ თანამშრომლობა?

– არა. ჯერჯერობით, არავის არაფერი შემოუთავაზებია. ამიტომაც არ მჯერა ბევრის ოპოზიციონერობის. მეამბოხე ვერ იქნება ის ადამიანი, რომელსაც ჩემი, როგორც მეამბოხის, ხსენებისაც კი ეშინია. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს.

საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორ ჩანს შორიდანის ადამიანებირომლებიც სააკაშვილთან დაპირისპირების გამო გაკრიტიკებდნენახლა თავად ლანძღავენ სააკაშვილსამაზე რას იტყვით?

– უკვე ყველაფერი ნათქვამია. მე რაღა უნდა ვთქვა. თურმე ცდებოდნენ. თურმე, შეცდით სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის დროს; თურმე ცდებოდით, როცა დალის ხეობას ყიდდა; თურმე ცდებოდით, როცა ზვიადი მოგყავდათ; თურმე ცდებოდით, როცა ზვიადის კლავდით; ცდებოდით მაშინაც, როცა შევარდნაძე ხელისუფლებაში მოგყავდათ; თურმე ცდებოდით, როცა შევარდნაძე რევოლუციით გააგდეთ. ხალხნო, ვერ ხვდებით, რომ ნამეტანს ცდებით და ნამეტანს გვატყუებთ დანარჩენ საზოგადოებას. არ დაფიქრებულხართ? იქნებ, ახლაც ცდებით?

არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამრომ ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე დღეში თქვენ ტარიელ ონიანთან ერთად შეგხვდათ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გთხოვათრევოლუციონერების წინააღმდეგ არ წასულიყავითმართლა შედგა ასეთი შეხვედრა?

– კი. ეს ინფორმაცია მართალია, მაგრამ ახლა ამ შეხვედრაზე ლაპარაკი არც კი მინდა.

იმასაც ამბობენრომ რევოლუციის შემდეგხელისუფლებამ რამდენჯერმე შემოგთავაზათ ქვეყნის დატოვებარატომ არ წახვედით საქართველოდან?

- ტყუილია ეს ინფორმაცია. ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ქვეყნიდან წასვლა. პირიქით, არ აწყობდათ ჩემი წასვლა, რადგანაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი ის პროვოკაცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მომიწყვეს.