უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს შვილი რამდენიმე დღით თბილისში იმყოფებოდა.
ევგენია ტიმოშენკო რეპერ მეუღლესთან ერთად, ოჯახის მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა.
ევგენია ტიმოშენკომ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ ტრადიციული ქართული ქორწილის ნახვით ქართული ხასიათი უფრო კარგად გაიგო.
უკრაინის ყოფილი პრემიერის შვილი მოგვიყვა, რომ თბილისი მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ქალქია, სადაც ქრისტიანული კულტურა და აზიური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. მოსწონს თბილისი, ყველაზე მეტად კი, ბარათაშვილის ხიდის ქანდაკებები დაამახსოვრდა.
ევგენია ტიმოშენკო ამბობს, რომ მისთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, პრემიერის შვილია თუ - ოპოზიციის ლიდერის.
„ჩვენ საბრძოლო განწყობა გვაქვს. დედაჩემმა კარგად დაისვენა. პარტიის განახლებული სტრატეგია უკვე მზად აქვს და ახალი არჩევნებისთვის ვემზადებით", - აღნიშნა უკრაინის ყოფილი პრემიერის შვილმა.