სარწმუნოების დევნა იარაღით

სარწმუნოების დევნა იარაღით

მარიამობის თვის პირველ რიცხვებში გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში შემაძრწუნებელი ამბავი მოხდა.

სოფელ ახალქალაქიდან ამოვიდნენ სამი კომუნისტი, ერთი ურია და ორი სომეხი. მათ მოითხოვეს ეკლესიის დაკეტვა.

ამ ამბის გაგონებაზედ მთელი სოფელი ქალით კაცამდე, გარეთ გამოიშალა და კომუნისტებს უარი განუცხადა. შემდეგ ამ მოსულ სამ ადამიანს შემდეგი უთხრეს: - „თუ თქვენ შეგიძლიათ რამე და ხალხზედ ზრუნავთ, მოგვიტანეთ ტანისამოსი, რომ ასე ტიტვლები დავდივართო.“

კომუნისტებმა დაუწყეს ხალხს მუქარა რევოლვერებით და მოსთხოვეს ეკლესიის გასაღების ჩაბარება.

ხალხმა მათ გასაღები არ დაანება და ყიჟინით გამორეკა.

და ეს ვაჟბატონები ფერისცვალებას კიდევ ეწვივნენ ერთაწმინდას და კვლავ გაუმეორეს მათ თავისი მოთხოვნილება: უნდა დაკეტოთ ეკლესია, რადგანაც ზარის რეკვა სოფელ ახალქალაქში გადმოდის და ხალხს აღელვებსო.

ხალხის აღშფოთებას საზღვარი არა ჰქონდა. ამის შემდეგ ახალქალაქში დაიბარეს სოფელ ერთაწმინდის მღვდელი და რომელსაც თან გაჰყვა სოფლიდან რამდენიმე კაცი.