„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

შობის დღესასწაულზე ქალაქი კომუნისტების სათარეშო გახდა. ვითომდა სარწმუნოების საწინააღმდეგო დემონსტრაცია მოაწყვეს, რამოდენიმე ეკლესიაში შეცვივდნენ და მლოცველები და მღვდლები შეურაცყვეს.

ზოგან კიდეც სცემეს. სამხედრო სობოროში ძალით შევივდნენ და სათამაშო კლუბათ გადააქციეს. ამას ის შედეგი მოყვა, რომ ეკლესიები სავსე იყო მლოცველებით.

შობის მეორე დღეს კომსომოლისტები შეცვივდნენ რამდენიმე ქართულ სასწავლებელში, სადაც მოწაფეთა სალიტერატურო საღამოები იყო გამართული. მოახდინეს დებოში.

სცემეს დამსწრეებს და საღამოები ჩაშალეს. ქალთა პირველ გიმნაზიაში სასტიკათ სცემეს დირექტორს არკ. ჩხენკელს, რადგან მან წესიერებისკენ მოუწოდა. მილიცია და საერთოდ ხელისუფლება ხელს უწყობდა ამ ცემა-ტყეპას.